ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინოვაციური პროექტების კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ
17-06-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა და კონკურსში იყვნენ ჩართულნი.

მათ შორისაა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

13-14 ივნისს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტები ჟიურის შეხვდნენ და საკონკურსო პროექტები წარუდგინეს. წლევანდელი ფინალისტების ვინაობა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მალე გახდება ცნობილი. 

სკოლიდან აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობს სამი გუნდი. ერთ-ერთია „Girls in AGRO“, ბარბარე კუჭავას, ნინი გაბუნიას, მარიამ ბუცხრიკიძისა და ელენე უშხვანისა შემადგენლობით.

სკოლაში გოგონებს წარმატებებს უსურვებენ.

აღნიშნულ კონკურსი, რომელიც 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო | MCA - Georgia-ის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ლიბერთი ბანკისა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203