ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სასწავლო წლის განმავლობაში, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტს სთავაზობენ.
მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისში, სკოლაში საგნობრივი კონფერენციები ჩატარდა. 13 ივნისს, აღნიშნული კონფერენციის შედეგები ამავე სკოლის დირექტორმა - შოთა ჯინჯიხაძემ და დირექტორის მოადგილე - ნანი ამბროლაძემ შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: