შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ
06-06-2018
შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდი ინტელექტულურ თამაშში „რა?სად?როდის?“ მონაწილეობდა.
თამაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამის „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა.
თამაში მიზნად ისახავდა ინტელექტუალური დონის ამაღლებას მოსწავლეებში.
შეჯიბრში მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
თამაში საინტერესოდ წარიმართა და შაუმიანის N3 საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია მოწინააღმდეგე გუნდებს.