ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
იქ საბაზო საფეხურის დასრულებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. მათთვის სკოლაში „ბოლო ზარიც“ დაირეკა, რადგან აღნიშნული მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში განაგრძობენ.
მეცხრე კლასის მოსწავლეებს ბოლო გაკვეთილი პედაგოგ ანგინ ტიტოიანის ხელმძღვანელობით ჩაუტარდათ.
ბუნებრივია, რომ გამოსაშვები ღონისძიება მეტად ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები: