ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრები წარმატებით ფუნქციონირებენ და მათი მუშაობის ფარგლებში, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი - ელისო ბერძული, წევრები: ბიოლოგიის მასწავლებელი ლელა სილაკაძე და ქიმიის მასწავლებელი ცისანა ქოქოსაძე) ინიციატივით და მათი უშუალო ჩართულობით, სკოლის სააქტო დარბაზში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება - „ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“ ჩატარდა.
ღონისძიებაში VIIა, VIIბ, VIIIა და VIIIბ კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული შერეული გუნდები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს შეკითხვებს სამივე (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) საგნიდან და წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველი ადგილი წილად ხვდა მეორე გუნდს, მეორე ადგილი კი - პირველ გუნდს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ მესამე გუნდის წევრები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი ანუ ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის, სხვაგვარ სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება იყო.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, აქტიური ჩართულობისთვის და ბედნიერ არდადეგებს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები: