ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება
17-06-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებოდნენ.

მათ შორის გახლდათ მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრები გააცოცხლეს, რომელთა მიხედვითაც შესანიშნავი წარმოდგენა დადგეს. წარმოდგენას თან ახლდა შესანიშნავი მუსიკა და სიმღერები, რამაც გარემო კიდევ უფრო საზეიმო გახადა.

„ჰოვანეს თუმანიანის უკვდავი ხელოვნების წყალობით, ჩვენი ხალხის უძველესი საგანძური აღდგა, ბრილიანტებივით გაბრწყინდა ზღაპრები, რომლებიც სასწაულების რწმენას არ გვაკარგვინებენ და ბავშვობაში გვამოგზაურებენ“, -აღნიშნავენ სკოლაში

ლამაზ სასცენო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვებმა, ასევე პირველ პედაგოგს ელადა სანოსიანს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღე განსაკუთრებული იყო იმიტომ რომ დავემშვიდობე ჩემს პირველ მოსწავლეებს, რომლებთან ერთადაც დიდი გზა გავიარე, შევქმენით დიდი ოჯახი“, - ამ სიტყვებით გააცილა მე-4 კლასის დამრიგებელმა - ელადა სანოსიანმა მოსწავლეები და ცოდნის მწვერვალისკენ გზა დაულოცა. 

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„ამ 4 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ძლიერი ოჯახი, სადაც ყველა ვარსკვლავია. 
სიკეთით, კეთილგანწყობით და დიდი სიყვარულით სავსე პატარები მეგობრობით, მასწავლებლებისა და ნათესავების პატივისცემით გამოირჩევიან. ამ ბავშვებმა თავიანთი პლანეტა ააშენეს თავიანთი სუფთა გრძნობებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203