ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ზღაპრული ღონისძიებით დააგვირგვინეს 
18-06-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

14 ივნისს, ნინოწმინდის საბავშვო ბიბლიოთეკაში ღონისძიება სახელწოდებით - „ზღაპრების სამყაროში“ გაიმართა, რომელიც ქართულ ენაზე წარიმართა. 

ღონისძიებაში ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„ბავშვებმა ზღაპრულ ატმოსფეროში შეასრულეს ცეკვები და  ქართულ ენაზე დადგეს წარმოდგენები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებაზე, მისალოცი სიტყვით გამოვიდა საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორი ცოგიკ ისპირიანი, რომელმაც მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ზეიმის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებმა მცირე საჩუქრები მიიღეს.

ღონისძიება ქართული ენის მასწავლებლის - არპინე ბედოიანის ორგანიზებით ჩატარდა.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203