ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო 
18-06-2024
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი ნაყოფიერი და ძალიან საინტრესო იყო. 

სასწავლო წლის ბოლოს, სკოლაში, ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც წარდგენილი იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები. 

„ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა წარმოადგინეს მრავალი ფერადი, ნათელი და მშვენიერი ნახატი“, - ასე აფასებენ მოსწავლეთა ნამუშევრებს სკოლაში.

თითოეულ ნამუშევარში ნათლად იყო წარმოჩენილი მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ესთეტიკური ხედვა.

ბავშვების ნახატებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნიჭი დაფასებულია, რაც ბავშვებს მოტივაციასა და განწყობას კიდევ უფრო უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203