განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრნენ
17-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო კონფერენციასა და შეხვედრებს ესწრებოდნენ.

მათ შორის იყო მასწავლებელთა მე-9 მუნიციპალური კონფერენცია - „სწავლა სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით, ფერიის საჯარო სკოლაში გაიმართა.

კონფერენციის მიზანი გახლდათ:

  • 2023-2024 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა;
  • მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
  • პროფესიული გამოცდილების გაზიარება;
  • ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, რაც მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზას წარმოადგენს;
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის;
  • განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები;
  • ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
  • არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში.
მასწავლებელთა კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, მასწავლებელთა სახლის ექსპერტები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასწავლებლები. 

მასწავლებლებმა ერთმანეთს საინტერესო იდეები, ციფრული რესურსები, სწავლების ეფექტიანი საშუალებები გაუზიარეს. მათ ასევე დასახეს მომავალი თანამშრომლობის გზები. 

როგორც გვიყვებიან, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომელიც  2024 წლის ივნისში იგეგმება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებელთა 2024 წლის სპორტული თამაშები (მარათონი), რომელიც მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის გაზრდას, განვითარებას და პოპულარიზაციას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რაც მოსწავლეებთანაც დადებითად აისახება და ასევე მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

აღნიშნული ინიციატივა პედაგოგებმა სიხარულით მიიღეს და აღნიშნეს, რომ მასში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.

ეს დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203