წესის საჯარო სკოლის I და IV კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიებით აღნიშნეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, I და IV კლასების მოსწავლეთა ღონისძიება გაიმართა. პირველკლასელებმა ღონისძიებით ანბანი გააცილეს, ხოლო IV კლასელები კი პირველ პედაგოგს გამოემშვიდობნენ და წარმატებული 4 წელი შეაჯამეს. მეოთხეკლასელებმა პირველ პედაგოგს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა. ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება დამრიდებელმა, ნათელა ნატმელაძემ და სკოლის დირექტორმა რუსუდან რეხვიაშვილმა მიულოცეს.
ღონისძიება მოამზადა I-IV კლასის დამრიგებლებმა: ნათელა ნატმელაძემ.
იხილეთ ფოტოები: