ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.
მათ შორის გახლდათ ქართულ-სომხური მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლაში ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი არმენუი პოდოსიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები. მათ სკოლაში წარადგინეს ლექსები და სიმღერები ქართულ და სომხურ ენებზე, იცეკვეს ქართული და სომხური ნაციონალური ცეკვები. ბავშვებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: