ჩიხარეშის საჯარო სკოლაში სკოლების მხარდაჭერის პროექტის გამოცდა ჩატარდა.
სკოლების მხარდაჭერის პროექტი გულისხმობს მონაწილე სკოლების მიერ მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას სამ პაკეტის მიხედვით.
სკოლას შეუძლია აირჩიოს თითოეული საგნისთვის რომელიმე ერთი პაკეტი კონკრეტული კლასის მოსწავლეების შესაფასებლად (მაგ., I პაკეტი მე-8 კლასელებისათვის უცხოურ ენაში, II პაკეტი მე-9 კლასელებისათვის უცხოურ ენაში, III პაკეტი მე-10 კლასელებისათვის ქიმიაში და ა. შ.).
ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია.