თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს.
მე-4 კლასელებმა, პედაგოგ ნინო გელოვანთან ერთად, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფერადი და ჯადოსნური დღე მოაწყვეს. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და პირველ პედაგოგს მათთვის გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მე-6 კლასის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. ტექნიკური დახმარება კი ღონისძიებას მე-9 კლასელმა ნიკა ჭკადუამ გაუწია.
ღონისძიებისთვის ბოლოს ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დირექტორმა - მანანა კვიციანმა მიმართა და ორგანიზატორებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრებას და დიდ წარმატებას ვუსურვებთ მომავალში.
მე-5 კლასიდან ისინი ქალბატონ მირანდა პაკელიანის დამრიგებლობოთ გააგრძელებენ სწავლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი ნინო გელოვანი და მუსიკის პედაგოგი რუსუდან- ანასტასია დადეშქელიანი.
იხილეთ ფოტოები: