დანდალოს N1 სკოლის მე-4 კლასელებმა მომავალ პირველკლასელებს ღონისძიებით უმასპინძლეს
17-06-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა. 

აღსანიშნავია, რომ იქ მე-4 კლასის მოსწავლეებმა მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს, პატარა ზეიმი მოუწყვეს და თავიანთი მერხები გადაულოცეს.

მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს - ნესტან შერვაშიძეს გამოემშვიდობნენ, რომელიც მათ 4 წლის განმავლობაში მზრუნველობასა და სითბოს არ აკლებდა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბავშვებსა და დამრიგებელს, თბილი საღამოს მომზადებისთვის და მშობლებს კი, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასა და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი თაობა, რომელთაც ვპირდებით დედობრივ სიყვარულს, თბილ და პოზიტიურ გარემოს და აღმზრდელობით პასუხისმგებლობას“,- ასე მიმართა ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა - ინგა ბერიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203