თბილისის N37 საჯარო სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. სკოლაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება არაერთი საინტერესო, შემაჯამებელი ღონისძიებით აღინიშნა.
აქტივობებს შორის ერთ-ერთი იყო ნორჩ მხატვართა გამოფენა, რომელიც სკოლის სივრცეში მოეწყო. გამოფენაზე წარდგენილ ნამუშევრებს მთელი სასკოლო საზოგადოება ინტერესით გაეცნო.
გამოფენაზე, წარდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ფერწერის ნიმუშები, ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში გამოფენილი და დაჯილდოებული ნახატები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსწავლეთა ორი საუკეთესო ფერწერული ტილო გალერეამ ფონდში დაიტოვა.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ხელოვნების მასწავლებელს, მარინა ტომასოვასა და მის ნიჭიერ მოსწავლეებს ნაყოფიერი სასწავლო წლისთვის.
იხილეთ ფოტოები: