საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში სასწავლო წლის მიწურულს არაერთი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მათ შორის, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების ფარგლებში თამარ მეფის გიმნაზიის IIა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) მარტყოფში იმყოფებოდნენ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა მოილოცეს ღვთაების მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
მათ თან ახლდათ გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი ნათია მიქაძე.
იხილეთ ფოტოები: