„ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა და პოპულარიზაცია“ - მოხისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
17-06-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და ინიციატივებით იყო გაჯერებული. 

აღსანიშნავია, XI კლასის მოსწავლეთა პროექტი თემაზე - „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა და პოპულარიზაცია“. 

პროექტი საგნის - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებში, მასწავლებლის, მარეხი რაზმიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მიზნად ისახავდა: მოსწავლეს შეძლებოდა მშობლიური სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა, გაეცნობიერებინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მნიშვნელობა, სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მოეხერხებინა ინფორმაციის მოძიება/მოპოვება, რათა საკუთარი წვლილი შეეტანა მშობლიური რეგიონის ცნობადობის ამაღლების საქმეში.

მოსწავლეებმა შეარჩიეს კონკრეტული ძეგლი. მოინახულეს, აღწერეს, გააკეთეს ჩანახატები, გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა. მოიძიეს ინფორმაცია ტაძრის შესახებ. ასევე,  ესტუმრნენ მშობლიურ გარემოში მცხოვრებ ხელოვანის სახელოსნოს, ტარიელ ჩუტკერაშვილს, რომლის ხელოვნების ნიმუშები, ხატები და ხეში ნაკვეთი ჯვარი ამშვენებს მოხისის წმინდა გიორგის ეკლესიას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მიღებულ ცოდნა და ვიზუალური მასალა გამოიყენეს კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის, ასევე, პოპულარიზაციის საქმეში.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203