თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან, ფოლკლორს, ხალხურ შემოქმედებას, მუსიკალურ ხელოვნებასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. სკოლასთან წარმატებით ფუნქციონირებს ანსამბლი „იადგარი“, რომლის აქტიური წევრებიც სწორედ სკოლის მოსწავლეები არიან.
15 ივნისს, ხაიშის სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ნათია ოქრუაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ქ.თბილისში გამართულ საერთაშორისო სატელევიზიო საქველმოქმედო ფესტივალში - „მე ვარ საქართველო“.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარდგა ორი სიმღერით - „დიაცო“ და „მიყვარს სადაც დავიბადე“.
კონცერტის ბოლოს ანსამბლს გადაეცა საპატიო დიპლომი.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა ფუნქციონირება დაიწყო ორი თვის წინ.
იხილეთ ფოტოები: