საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-2 კლასელებისთვის სასწავლო წელი ექსკურსიით დაგვირგვინდა.
გიმნაზიის IIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს შიო მღვიმის მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: