საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასელებმა წარმატებული ოთხწლედი ღონისძიებებით დააგვირგვინეს.
გიმნაზიის გამოსაშვებ ღონისძიებათა სერიას დიდი ზარ-ზეიმით შეუერთდნენ წმიდა მირიანისა და ნანას სახელობის IVა კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი თინათინ ბლიაძე გახალვთ.
მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება აღნიშნეს და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექცია და მოსწავლეთა მშობლები.
გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ გზა დაულოცა მოსწავლეებს და მათ წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: