თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინსცენირებული ზღაპრების საქალაქო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს
06-06-2018

თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები, პედაგოგის ნაია ენდელაძის ხელმძღვანელობით, ინსცენირებული ზღაპრების საქალაქო კონკურსის საქალაქო ტურში მონაწილეობდნენ. 

კონკურსი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსში სკოლის აღსაზრდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. მოსწავლეები და მათი პედაგოგი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

კონკურსი სიღნაღში ფესტივალით - „ქიზიყი“ გაგრძელდა. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

„ჩვენი სკოლის მესამეკლასელებმა აქაც ისახელეს თავი. მათ სადღესასწაულო აღლუმშიც მიიღეს აქტიური მონაწილეობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203