ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ემოციური გამომშვიდობება პირველ მასწავლებელთან და მშობლის მადლობის წერილი შვილის დამრიგებელს  
17-06-2024
აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლი წლის დასრულება მე-4 კლასელებმა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიებით იზეიმეს.

ეს დღე მათთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო, რადგან მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს დაემშვიდობნენ.

ბავშვებმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საყვარელ მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლა პედაგოგ მანანა ფიფიას მადლობას უხდის გაწეული ღვაწლისათვის. ერთ-ერთმა მადლიერმა მშობელმა კი თბილი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით შეამკო.

„რა უცებ გაირბინეს წლებმა თითქოს გუშინ პირველად შევაბიჯეთ სკოლაში ჩემი მერცხალი მოვიდაო როგორ უხაროდა ნანჩოს სკოლიდან ბედნიერი ბრუნდებოდა მეორე დღეს კი ისევ ბედნიერი იყო, რადგან იცოდა იქ თავისი უსაყვარლესი მანონი მასწავლებელი დახვდებოდა ასე გავიდა ოთხი წარმატებული და ნაყოფიერი წელიც, როცა ეს გაიაზრეს ბავშვებმა ძალიან განიცადეს პირველ მასწავლებელთან განშორება. ისინი უკვე ბარტყები აღარ იყვნენ და ბუდიდან უნდა გაფრენილიყვნენ ეს კი არ უნდოდათ მანონი მასწავლებელმა შეძლო და ბავშვების გულში უკვე დაიკავა თავისი ადგილი სამუდამოდ პირველი მასწავლებელი ერთადერთი სიყვარული ბავშვების დაუფასებელია თქვენი შრომა ამაგი ჩვენს ბავშვებზე, რაც არ უნდა ვთქვათ სათქმელს ვერ გამოვხატავთ ბოლომდე. სიტყვები უძლურია პირველი კლასიდან დღემდე თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ბავშვების თვალებზე ცრემლები ვერ შევაშრეთ ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებდა. მჯერა, რომ გასახელებენ თქვენი ბავშვები წინ წარმატებისკენ ბავშვებო“, - ასეთი სიტყვებით მოიხსენია ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203