უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს 
17-06-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წლის დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა, იცეკვეს, იმხიარულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

მათ საყვარელ პედაგოგებს საინტერესო და შემეცნებითი სასწავლო წლისთვის მადლობა გადაუხადეს.

სასკოლო საზოგადოებამ მათ სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და მომდევნო კლასებში წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203