აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ეწევიან
17-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.

მათ შორის იყო საინტერესო აქტივობა, რომელიც ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ეხებოდა. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესოდ ისაუბრეს და აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცოხვრების წესის დამკვიდრება.

მათ, ასევე ჯანსაღი საკვების შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203