წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს, გაითამაშეს სპექტაკლი და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. მათ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს, დამრიგებელს კი სიამაყის საფუძველი მისცეს.
წელს მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. პედაგოგმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა, მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„ლიის თემის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მათ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას და მეხუთე კლასში გადასვლას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.
იხილეთ ფოტოები: