ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო ინიციატივებითა თუ აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები სიამოვნებითა და დიდი ხალისით ერთვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის მიწურულს, 12 ივნისს ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-სააღმზრდელო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დადიანების სასახლე მოინახულეს, გაეცნენ ინფორმაციას იქ დაცული სიწმინდეებისა და დადიანების საგვარეულო საგანძურის შესახებ.
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: