წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამ მხრივ ნაყოფიერი იყო 2023-2024 სასწავლო წელი.
12 ივნისს, ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები.
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. კონკურსს უძღვებოდა მათემატიკის მასწავლებელი ნანა კალანდია.
მოსწავლეებმა კითხვებს წარმატებით გაართვეს თავი.
მათემატიკური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა მე-7 კლასის მოსწავლე გიგი ფიფია. მათემატიკის მასწავლებელმა - ნანა კალანდიამ მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: