ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს.
„ჩვენ ჩვენი ქვეყნის ვართ მომავალი“,- სწორედ ეს დევიზი გასდევდა მეოთხეკლასელთა საზეიმო საღამოს. უაღრესად სასიამოვნო და ესთეტიკურ გარემოში ჩატარებული ღონისძიება გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებით, სკეჩებით, ცეკვებითა და ლიტერატურული კომპოზიციებით, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად ემოციური იყო მოსწავლეებისა და დამრიგებლის გამოსამშვიდობებელი სიტყვები, როდესაც მოფერებას ენაცვლებოდა ტირილი და სიყვარულის ცრემლები.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებს ფოტოალბომები გადაეცათ.
სკოლის დირექცია ულოცავს მეოთხეკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს განათლების შემდეგ საფეხურებზე სწავლისას.
„მადლობა ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ღონისძიება დააორგანიზა და მოსწავლეებს საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობები წარმოეჩინათ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: