ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა ეწყობა. აღსანიშნავია, რომ წლის დასასრულიც სწორედ სპორტულ-გასართობი ღონისძიებით „მხიარული სტარტებით“ აღინიშნა.
მის ფარგლებში, მოსწავლეთა გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შეეჯიბრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: