ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრების წარმატებული ნაბიჯები და მშობლიური ანბანის შესწავლა კი ღონისძიებით აღნიშნეს.
პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის „გაცილება“ მოაწყვეს და დამწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ღონისძიებაზე რამდენიმე შემოქმედებითი ნომერი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება მასწავლებელმა - ირინა წარუკიანმა დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ჩემო პატარებო, გილოცავთ თქვენ და მე ამ შესანიშნავ დღისთვის. გისურვებ წარმატებებს. მიყვარხართ“, - მიმართა პედაგოგმა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: