ხორშის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის 3 კურსდამთავრებული ღონისძიებით გააცილეს
17-06-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით, საუკეთესო სურვილებითა და ლამაზი ღონისძიებით გააცილეს. 

ხორშის საჯარო სკოლა საბაზოა, ამიტომ მოსწავლეები, მე-9 კლასის დასასრულს, მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ, საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები უსურვეს. 

წელს, საბაზო საფეხური 3-მა მოსწავლემ დაასრულა და სკოლაში გატარებული დრო შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინა. 

ემოციებით სავსე, სახალისო და ამავდროულად სევდიანი იყო დღე, რომელიც მოსწავლეების მეხსიერებაში ღრმად დაილექება

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203