თამარისის საჯარო სკოლის ეზოში მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა 
17-06-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება ზეიმით აღნიშნეს,  სკოლის ეზოში მოაწყვეს ღონისძიება, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით დაემშვიდობნენ კლასის დამრიგებელს, მადლობა გადაუხადეს ცოდნის სამყაროში მეგზურობისა და დაუვიწყარი 4 წლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მიწვეულმა ანიმატორებმა დღე მხიარული და სასიამოვნო გახადეს

„წარმატებები და წინსვლა მომავალ მეხუთეკლასელებს“, - ასე დაემშვიდობნენ მოსწავლეებს სკოლაში და მხიარული არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203