მზისგულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „მერცხალი“ შეიქმნა
06-06-2018
მზისგულის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი „მერცხალი“ შეიქმნა, რომელშიც მე–9 და მე–10 კლასის ყველა მოსწავლეა გაწევრიანებული.

კლუბი ჩართულია პროექტ „მომავლის თაობაში“, რომელსაც თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი აფინანსებს.


პროექტი მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურება. კლუბს აქტიური ლიდერები, ნუგზარ იაშვილი და ელადა ჭამიაშვილი ჰყავს, რომლებმაც ყველა წევრის მობილიზება შეძლეს და მათთან ერთად არაერთი ღონისძიება ჩაატარეს, მათ შორის ისეთი საერთაშორისო დღეები აღნიშნეს, როგორიცაა: „არა ძალადობას“, „მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“, „ხის დარგვის საერთაშორისო დღე“ და „ბიომრავალფეროვნების დღე“. 

პროექტიდან გამომდინარე კლუბმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ეკოლოგთა ჯგუფი მოიწვია, რომელმაც მოსწავლეებთან ძალიან საინტერესო ლექცია ჩაატარა. სამოქალაქო კლუბი „მერცხალი“ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სკოლის დირექციასთან აქტიურად თანამშრომლობს. 

თემში ადვოკატირების კამპანია მოაწყვეს, რომლის მეშვეობითაც ის პრობლემები გამოიკვეთა, რაც  თემის მოსახლეობას აწუხებდა. ასევე, ჯანსაღი და ორგანული პროდუქტების მოყვანა–გამოყენება პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

ამავდროულად, კლუბმა პროექტი „მწვანე კონცხი“ განახორციელა და სკოლის ეზოში  კეთილმოწყობილი სკვერი გააკეთა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203