გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
სკოლის IVა და IVბ კლასის მოსწავლეებმა მეოთხე კლასის დამთავრება ლიტერატურული კომპოზიციით - „ოთხი წელიც გაფრენილა“ ძალზედ ლამაზად აღნიშნეს.
სცენაზე სასკოლო საზოგადოებამ ნიჭის ზეიმი იხილა. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ გამოდიოდნენ პატარები სიტყვით, ლექსებით, ცეკვა-სიმღერითა და სხვადასხვა ინსცენირებით. მათ მოხიბლეს მაყურებელი, პედაგოგებს კი სიამაყის საფუძველი მისცეს.
ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის.
დაემშვიდობნენ ამ ოთხ წელიწადს მათზე დედასავით მზრუნველ პირველ მასწავლებლებს: ნატო კაკაჩიასა და ესტერ როგავას. დადეს პირობა, რომ კიდევ უფრო იყოჩაღებენ და ასახელებენ მათ.
მასწავლებლება კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: