ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი, შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
სასკოლო საზოგადოებამ, ღია ცის ქვეშ იზეიმა სასწავლო წლის დასრულება, მოსწავლეებმა ბევრი იმხიარულეს, საინტერესო ნომრები შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
დღის ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს მხიარული არდადეგები უსურვეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ია მეტრეველი ხელმძღვანელობდა.
„უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ მისწავლეებს“, - ამ სიტყვებით გააცილეს სკოლიდან მოსწავლეები და სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: