ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო საინტერესო ინიციატივებით, რაშიც მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეთა ჩართულობითა და მუსიკის პედაგოგის ხელმძღვანელობით, მეორე სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი თემაზე - „მუსიკათერაპია“.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის სხვადასხვა აქტივობებში, ტესტირების საშუალებით ადგენდნენ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მუსიკამ ადამიანის ფსიქოლოგიაზე.
მოსწავლეები ასევე, შეეცადნენ დაედგინათ რამდენად სტრესული შეიძლება იყოს მუსიკა ადამიანისთვის.
მოაზარდები მთელი სემესტრის განმავლობაში აქტიურად აკეთებდნენ ტესტებს მუსიკის ჩართულობით.