ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
ღონისძიებით მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ვალენტინა ბდოიანს დაემშვიდობნენ, რომელიც პირველი კლასიდან დღემდე მათ აღზრდა-განათლებაზე ზრუნავდა.
მოსწავლეებმა ღონისძიება ღია ცის ქვეშ, სკოლის ეზოში გამართეს ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად.
მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცა სკოლის დირექტორმა ტატიანა კარევამ.
მოსწავლეების მიმართ თბილი დამოკიდებულებისა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის მშობლებმა მადლობა გადაუხადეს კლასის დამრიგებელსა და საგნის მასწავლებლებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების გამომშვიდობებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, გულაჩუყებული მასწავლებელი და მოსწვლეები ერთმანეთს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: