ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ღონისძიება საბაზო საფეხურის დასრულებასთან დაკავშირებით გაიმართა და იყო საინტერესო, ლამაზი და სახალისო.
სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს, ახალგაზრდებმა საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი თამარ მიხელიძე გახლდათ.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გზა დაულოცეს სკოლის საბაზო საფეხურის ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები: