ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლიდან მე-9 კლასის 2 მოსწავლე - საბა გაგუა და ლევან ბოლქვაძე დიდი სიყვარულით გააცილეს. ისინი სწავლას სხვა სკოლაში გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით კი, თემატური ღონისძიება გაიმართა და მათთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, მოსწავლეებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: