ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მე-6 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სკოლაში „ბოლო ზარი“ იმ მოსწავლეებისთვის დაირეკა, რომლებიც სწავლას დაბა ქედის საჯარო სკოლაში განაგრძობენ.
მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. ღონისძიება კი მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული.
აღნიშნულ მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, ნონა დავითაძემ და პედაგოგებმა წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: