ჭოგნარის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასწავლო წელი გურიაში ექსკურსიით შეაჯამეს 
18-06-2024

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება გასვლით-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს.

პედაგოგებმა ექსკურსია გურიაში მოაწყვეს. მათ, ბახმარო, ერკეთის დედათა მონასტერი, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ნაბეღლავი დაავთალიერეს და სანახაობით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ მათ ექსკურსიაზე ასევე მე-9 კლასელებიც წაიყვანეს, რომლებმაც დრო ხალისიანად გაატარეს.

„ექსკურსიაზე, მეცხრეკლასელებიც წავიყვანეთ, რათა ერთი ბედნიერი დღე გაგვეტარებინა ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203