აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში 17 ივნისს დირექტორის არჩევნები ჩატარდა.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 ხმით საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აირჩიეს როენა ფიფია.
სკოლაში როენა ფიფიას არჩევნებში გამარჯვება ახარებთ. სამეურვეო საბჭო წარმატებებს უსურვებს მას ამ საპასუხისმგებლო საქმეში.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.