ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში ზღაპრული გარემო იყო მოწყობილი.
ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებულ სასკოლო სივრცეში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, მოსწავლეებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: