„ჩვენ მომავლის ბავშვები ვართ“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ლამაზი გამოსაშვები საღამო
18-06-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

„ჩვენ მომავლის ბავშვები ვართ“ - ამ დევიზით გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასის გამოსაშვები საღამო (კლასის ხელმძღვანელი მანანა ძნელაძე).

მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს მრავალფეროვანი მხატვრული წარმოდგენა, რომელიც დიდი სიყვარულით მიუძღვნეს პირველ მასწავლებელს, „დედაენას“, სამშობლოს სიყვარულს, ეროვნულ გმირებს. 

კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ის ოთხი წელი, რომელმაც ბავშვები და მასწავლებელი ერთმანეთს სამუდამოდ დააკავშირა დაუვიწყარია, უჭირს მოწაფეებთან განშორება, რადგან მათ დიდი გზა გაიარეს მთავარი მიზნის - ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაღწევად.

მოსწავლეები მუდამ იამაყებენ პირველი მასწავლებლით, რომელიც არასდროს ავიწყდებათ. პირველი მასწავლებლისა და მოსწავლეთა სიყვარული კი უსაზღვროა.

„თქვენ ჩემი მოსწავლეები გერქმევათ, მე კი თქვენს მასწავლებლად დავრჩები“, - ამ სიტყვებით მიმართა კლასის დამრიგებელმა მანანა ძნელაძემ მოწაფეებს, თვალები ცრემლით აევსო, მოსწავლეებს გზა დაულცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. მას სჯერა, რომ მისი მოწაფეები მომავალში მრავალ წარმატებას მიაღწევენ და ის კი მუდამ მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება. 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: მუსიკის მასწავლებელმა თინა ღლონტმა, ქორეოგრაფმა ზურა წულაძემ და  საინფორმაციო მენეჯერმა თამილა ვაჩეიშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203