თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
ეს დღე მე-4 კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს, რასთან დაკავშირებითაც თემატური ღონისძიება ჩაატარეს.
მათ სხვადასხვა თეატრალური ნომერი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მათ პირველ მასწავლებელს, დიდი სიყვარულით, დაემშვიდობენ. მასწავლებელმა კი, მათ ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცა და ულევი წარმატება უსურვა.
აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: