იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულების შესახებ სრული მონაცემები 24 ივნისიდან გადაიგზავნება ბაზაში. შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთებას სწორედ 24 ივნისის შემდომ ურჩევენ კურსდამთავრებულებს.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების მოთხოვნით განცხადებას უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:
დაინტერესებულმა პირმა პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.