საპრასიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთში მე-2 ადგილი დაიკავა
06-06-2018
შოთა ხურციძის სახელობის საპრასიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის მუნიციპალურ ეტაპზე მაგიდის ჩოგბურთში მე-2 ადგილი დაიკავა. მუნიციპალიტეტებს შორის გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ახალგაზრდა სპორტსმენებიII ხარისხის დიპლომით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2018’’ მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ,,ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ კოორდინაციით ტარდება.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებს მოიცავს. მუნიციპალურ ეტაპზე შეჯიბრებებში ვანის 10 -მდე საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. იხილეთ ფოტო