ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა.
ამასთან დაკავშირებით, მე-7კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძის ორგანიზებით, მე-5, მე-7 და მე-8 კლასებს შორის „კულინარიული დუელი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოამზადეს სალათა, ნამცხვარი, დესერტი და ჟიურს წარუდგინეს. მე-5 კლასის დამრიგებელი - ლელა სხილაძე, ხოლო მე-8 კლასის თამარ ბუზალაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრებს შორის მონაწილე კლასების ხელმძღვანელები არ შედიოდნენ. საბოლოოდ, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: „საუკათესო სალათა“ - მე-7 კლასი; „საუკეთესო ნამცხვარი“- მე-8კლასი; „საუკეთესო დესერტი“ - მე- 5კლასი.
„მოსწავლეები კერძებს დიდი მონდომებით, ხალისით და გამოცდილი მზარეულებივით აკეთებდნენ და შედეგიც საუკეთესო აჩვენეს. ბოლოს, იქ მყოფი მოსწავლეებიც დაპატიჟეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდოები და ფოტოები: