ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დასრულდა.
ეს დღე ქართული სექტორის მეოთხე კლასის მოსწავლეებმაც იზეიმეს. მათ გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, 4 წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ და შემოქმედებითი ნომრები გამართეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა ფერადი კვამლი გაუშვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: