ახალი ფორმულის შესაბამისად ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მასწავლებელთა მხრიდან წამოყენებული გავითვალისწინეთ - აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იცვლება მასწავლებლის სრული საათობრივი დატვირთვის ოდენობაც.
„ახალნდელი ფორმულით სრული დატვირთვა იქნება 15 საათი და არა 18 საათი. ხელფასის ზრდა ეხება ყველა პედაგოგს მიუხედვად საათობრივი დატვირთვისა. სტატუისის დანამატი, რა თქმა უნდა იქნება და ეს განსხვავებული იქნება სტატუსის მიხედვით, მენტორს უფრო მეტი ექნება, წამყვანს უფრო ნაკლები და ა.შ. ხელფასის ფორმულის დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი, შესაბამისი ნორმატიული აქტი მალე შევა ძალაში და ამოქმედდება", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.